თბილისის კლასიკური გიმნაზიის მუზეუმი
საქართველო, თბილისის კლასიკური გიმნაზია, 👉 რუსთაველის გამზირი N 10, muzeumiklasikuri@gmail.com

მთავარი

„გიდების კლუბი“ თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორია

ჩვენი გიდების კლუბის ფარგლებში შექმნილი ბლოგი

თბილისის კლასიკური გიმნაზიის ისტორიის მოკლე აღწერა, სკოლის შენობის ისტორია, სკოლის ცნობილი მასწავლებლების და მოსწავლეების შესახებ მასალების განთავსება ბლოგზე რომელიც შეიქმნება,  სკოლის ბროშურების შექმნა და ტრადიციის დამკვიდრება ჩვენი სკოლის ცნობილი ადამიანების მოკლე ბიოგრაფიით ყოველწლიური კალენდრის შექმნა; 



თბილსიის კლასიკური გიმნაზია
„გიდების კლუბი“
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ისტის კათედრაზე იქმნება გიდების კლუბი:
კლუბის წესდება და სამუშაო გეგმა
კლუბის  მიზანი:
·         სკოლის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესწავლა და პოპულარიზაცია;
·         სხვადასხვა პროექტების მომზადება
·         სტატისტიკური კვლევების ჩატარება სკოლის ტრადიციების შენარჩუნებისა და ახალის დანერგვის მიზნით;

განხორციელების გზები
·         მოსწავლეების და პედაგოგების სამუშაო გუნდის გიდების კლუბში გაწევრიანება გუნდების დაკომპლექტება ასაკის შესაბამისად;
·         კლუბის მუშაობის პროცესში მოსწავლეები დაწვრილებით შეისწავლიან სკოლის ისტორიას;
·         სკოლის გამოჩენილ კურსდაამთავრებულთა შესახებ ისტორიული ცნობების შეგროვება;
·         სკოლის მონაცემების სტატისტიკური დამუშავება დაარსებიდან დღემდე
·         კვლევების ჩატარება;
·         ინტერვიუების ჩაწერა;
·         მოსწავლეების სკოლის გიდებად მომზადება;
·         მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ჩატარება და მონაცემების დამუშავება;
·          სკოლის შიდა და სკოის გარეთ სასარგებლოსამუშაოების ჩატარება
·         ბლოგის მომზადება, სკოლის შესახებ ბროშურების მომზადება;

მოსალოდნელი შედეგები
·         მოსწავლეები დაწვრილებით გაეცნობიან სკოლის ისტორიას;
·         მომზადდება ბროშურები;
·         ვებ-გვერდი;
·         შეირჩევა გიდების ფორმები;
·         მოეწყობა პრეზენტაციები უცხოელი სტუმრებისათვის;
·         მოეწყობა მასტერკლასები საინტერესო თემებზე სკოლის ისტოორის ირგვლივ;
·         შეიქმნება ელექტრონული მუზეუმის საცავი;
·         წლის ბოლოს მოეწყობა კლუბის მუშობის შედეგების ამსახველი პრეზენტაცია გალა შეხვედრა;
·         მშობლების კითხვარების შევსება, რეფლექსია მოსწავლეების გამოკითხვა კითხვარი.

კლუბის - საგნებთან და საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი
·         ისტ-ის საგანი ინფორმაციული ელექტრონული მასალების დამუშავება;
·         ისტორია- ისტორიული მონაცემების მოძიება დამუშავება;
·         მათემატიკა - მასალების სტატისტიკურად დამუშავება;
·         უცხო ენები - ინგლისური, რუსული, ბერძნული;

გიდების კლუბს ხელმძღვანელობას გაუწევს ისტ-ის მასწავლებელი ნანა ნოზაძე





















ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთა და ტერორიზმთა ბრძოლა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავის­უფალი პიროვნების


ჩამოსაყალიბებლად.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას.
·         ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.
·         ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების გამოყენებით
ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა
გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, ისევე, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით
·         მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი.
      ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.


No comments:

Post a Comment